დღე პირველი
გავიცანით ერთმანეთი. ვისწავლეთ ვიუვერის გამოყენება.
შევქმენით ახალი საქაღალდეები. შევქმენით პორტფოლიო. გავეცანით პორტფოლიოს ჩეკლისტს.
გავეცანით პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტს. რომეოს და ჯულიეტას პროექტის გეგმას. დავალებაში უნდა გავაკეთოთ პროექტის შინაარსი.
დღე მეორე
მოვისმინეთ საპროექტო იდეები. დავიწყეთ
პროექტის შევსება. ეროვნული სასწავლო გეგმიდან მოვნიშნეთ სტანდარტები და ინდიკატორები.
რომელიც შეესაბამებოდა პროექტს. ავარჩიეთ შედეგები და ინდიკატორები რომელთა შეფასებასაც
მოვახდენდით პროექტის ფარგლებში და ჩავსვით პროექტში,. ვიუვერში დავათვალიერეთ ბუკლეტის
ნიმუშები. და დავიწყეთ ბუკლეტის შევსება. დავალევბაში უნდა დავასრულოთ ბუკლეტი.
დღე მესამე
გავიარეთ მეორე მოდულის აქტივობები. გავეცანით განახლებულ ბლუმის ტაქსონომიას. . ზმნების მიხედვით შევამოწმეთ
იყო თუი არა მაღალი სააზროვნო. სტანდარტიდან გამომდინარე დავწერეთ მიზნები, რომლის
შეფასება იქნება შესაძლებელი. 21 საუკუნის უნარ-ჩვევებიდან ამოვიწერეთ პროექტისათვის
შესაბამისი უნარები ჩამოვწერეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. ზოგადი ზოგადი შინაარსობრივი და თემატური.
დღე მეოთხე
ვიმუშავეთ მეორე მოდულის მესამე აქტივობაზე,გავეცანით
შეფასების ოთხ განმავითარებელ და ერთ განმსაზღვრელ მიზანს.ხუთივე მიზნისთვის შევარჩიეთ
შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები.ჩვენი პროექტისთვის შევარჩიეთ მეთოდები და ინსტრუმენტები
პროექტის მუშაობის სხვადასხვა ეტაპზე.შევქმენით მოსწავლეთა შესაფასებლად „ვიცი,მინდა
ვიცოდე,ვისწავლე“ დიაგრამა
დღე მეხუთე
გავეცანით მესამე და მეოთხე მოდულს საავტორო უფლებების
შესახებ პრეზენტაციას.გადმოვიწერეთ ინტერნეტიდან მასალები და შევქმენით ციტირებული
დოკუმენტი.შევინახეთ საავტორო უფლებების საქაღალდეში და ავტვირთეთ დრაივზე.მოსწავლის
როლში დავდექით და შევქმენით სლაიდშოუ მოსწავლის ნაცვლად.ვისწავლეთ რომ ბლოგზე ინფორმაციის
წაკითხვა შეუძლია ყველას ვინც დაინტერესებულია.დრაივზე შენახული ინფორმაცია არის პირადი.დავალება
გვაქვს დავასრულოთ სლაიდშოუ
დღე მეექვსე
დავწერეთ მიზნებიდან გამომდინარე აქტივობები.შევავსეთ
შეფასების რუბრიკის სქემა.
უნდა დავწეროთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებისა და საკვანძო
შეკითხვების აქტივობები.
დღე მეშვიდევადასხვა სწავლის სტილის მოსწავლის გამოსავლენად
თვითშე
მოვისმინეთ პროცედურები და შევიტანეთ გეგმაში.გავეცანით
გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიას მოსწავლეთა დიფერენცირებისათვის.შევქმენით
სხვადასხვა სწავლის სტილის მოსწავლის გამოსავლენად თვითშეფასების ფორმები.ვნახეთ ხარაჩოს
ნიმუში,რომელიც გამოგვადგება მოსწავლისათვის
დღე მერვე
დავასრულეთ ბუკლეტების ნიმუშები ჩვენი ფროექტის მიხედვით.ავტვირთეთ
დრაივზე ჩვენი საქაღალდე-კურსის რესურსები,მოსწავლის ნიმუში,პროექტის გეგმა,სურათები-აუდიო,ვიდეო,სასწავლო
პროექტი,შეფასებები.გავეცანით ფასილიტაციის ნიმუშებს,შევქმენით სამოქმედო გეგმა მოსწავლეებისთვის
დღე მეცხრე
გავიხსენეთ ვიუვერის გამოყენება როგორ შევქმნათ პორტფოლიო,
როგორ შევინახოთ დოკუმენტები პორტფოლიოში, გავიხსენეთ პროექტის მახასიათებლები, გავიხსენეთ
ბლუმის ტაქსონომია, შეფასების ხუთი მიზანი,გავიხსენეთ დრაივზე და ბლოგზე ატვირთვა.
მოვისმინეთ პროექტის ირგვლივ მასწავლებელთა პრეზენტაციებს
1 ნათელა ფაიქრიძე-ზღაპარი „თალგამი“-მიზანი მეგობრობის
ძალა
2მაყვალა ხიჯაკაძე- სისხლის ჯგუფები-სისხლის ჯგუფის
დადგენა
3 მარინა ტურაშვილი-ინგლისური ენა ქართულ რეალობაში-მიზანი
დავანახოთ საზოგადოებას თუ რამდენად მნიშვნელოვანია ინგლისური ენის შესწავლა
4 ია გიორგაძე-ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება და გადმოწერა-მიზანი
სანდო და ზუსტი ინფორმაციის მოძიება
5 ელისო არჯევანიძე-შენადნობები-მიზანი დაადგინონ რომ
შენადნობები უფრო მტკიცეა,ვიდრე სუფთა ლითონი
6 ნანა ბერიძე-თინეიჯერების ცხოვრება-მიზანი გაავლონ
პარალელი უცხოელ და ქართველ თინეიჯერებზე
7 ნაირა ჩხიკვაძე-გარემოზე მავნე ზემოქმედება-მიზანი
როგორ შევამციროთ გარემოზე მავნე ზემოქმედება
8 დალი დაღელაშვილი-სტატისტიკური კვლევები-მიზანი როგორ
გადავწყვიტოთ მიგრაციის პრობლემები
9 მედეა ნიქაბაძე-21-ე საუკუნის ლუარსაბი-მიზანი დავანახოთ
საზოგადოებას ლუარსაბის სახე
10 ნათელა ჩიტორელიძე- ვაჟა ფშაველას სტუმარ- მასპინძელი
11 ლიანა ჩადუნელი-ელექრო მაგნიტური ტალღების გამოყენება
და ადამიანი-მიზანი გაეცნონ თუ რა გავლენას ახდენს ელექტრო მაგნიტური ტალღები ადამიანზე
დასკვნა:პროექტებით სწავლება იყო ნაყოფიერი,რომელსაც
გამოვიყენებ მომავალშიც.პროექტის ფარგლებში ვისწავლე პროექტის შედგენა,მომეწონა რომ
სტანდარტიდან გამომდინარე როგორ ჩავწერო პროექტის მიზანი და მიზნებიდან გამომდინარე
დავგეგმე აქტივობები რამაც გააადვილა პროექტზე მუშაობა
No comments:
Post a Comment